პროექტის დაწყების შეხვედრა სომხეთის დედაქალაქ ერევანში

16.01.2019
პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს სომხეთსა და საქართველოში გარემოს დაცვის სფეროში საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება, საგნობრივი პროგრამების მოდერნიზაციის უზრუნველსაყოფად.

პროგრამა მჭიდროდ არის კავშირში ასპირანტურის საგანმანათლებლო და კვლევით აქტივობასთან რათა მოხდეს კურსდამთავრებულების უზრუნველყოფა უახლესი ცოდნით და პრაქტიკული უნარებით.

იმისათვის, რომ მოხდეს გარემოსდაცვითი განათლების რადიკალური მოდერნიზაცია პროგრამის ფარგლებში შეიქმნება საუნივერსიტეტო უნიკალური  საგანმანათლებლო და კვლევითი ლაბორატორია სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკოლოგიურ-ნოოსფეროს შესწავლის ცენტრის ბაზაზე, სადაც განხორციელდება სტუდენტური პროექტები და სხვა მრავალი პროექტის თანამშრომლობა გარე ბენეფიციარებთან.

უფრო მეტიც, ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურით, რაც საშუალებას იძლევა განხორციელდეს  სხვადასხვა პროექტები უნივერსიტეტებსა და გარე ბენეფიციარებს შორის.

სასწავლო ვიზიტები განხორციელდა პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში: ტუსციის უნივერსიტეტი (იტალია), ლისაბონის ტექნიკური უნივერსიტეტი (პორტუგალია), დისტანციური ზონდირების განყოფილება, გეოლოგიის და გეოგრაფიის ინსტიტუტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი III, ჰალლე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის უნივერსიტეტი (გერმანია), სადაც შესწავლილი იქნა შესაბამის საგნობრივ პროგრამებში არსებული წარმატებული გამოცდილება და მიღწევები.

ასოცირებული ქვეყნების პედაგოგიური კოლექტივი ჩაატარებს სასწავლო კურსების შედარებით ანალიზს, იმ მიზნით რომ მოხდეს აღნშნული კუსების დაახლოვება ევროპულ საუკეთესო გამოცდილებასთან.

ამ პროგრამის ფარგლებში შემუშავდება გარემოსდაცვითი განათლების SWOT ანალიზი, რომელიც მიზნად ისახავს გამოავლინოს სომხეთში არსებული მოთხოვნა გარემოს დაცვის სფეროში საგანმანათლებლო პროგრამების მიმართ. აღმოაჩინოს ხარვეზები, გარე ინტერესები, გარემოსდაცვითი განათლების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

სასწავლო კურსები იქნება შემუშავებული და მოდერნიზებული სომხურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. სწავლება დაიწყება 2019-2020 სასწავლო წელს რაც წვლილს შეიტანს გარემოსდაცვითი განათლების ინტერნაციონალიზაციაში და უმაღლეს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციაში.