ვიტერბო

ვიტერბო, ქალაქი ჩრდილოეთ ლაციოში, მდებარეობს ციმინის მთების პირველ ფერდობებზე და გადაჭიმულია დასავლეთით მარემას დაბლობის ბოლო კიდისაკენ.
საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 326 მეტრია. ვიტერბოს მუნიციპალიტეტს უჭირავს 406,27 კვ.კმ ფართობი, დასახლებულია დაახლოებით 60,000 მაცხოვრებლით და მოიცავს უამრავ დაბას (La Quercia, Bagnaia, S. Martino al Cimino, Tobia, Roccalvecce, Grotte S. Stefano, Montecalvello, Monterazzano).

ვიტერბო - პაპის სასახლე
ქალაქი, ვიტერბოს პროვინციის დედაქალაქი 1927 წლიდან (60 მუნიციპალიტეტის ტერიტორია, დაახლოებით 315,000 მცხოვრებით), შედგება უზარმაზარი ისტორიული ცენტრისგან, გარშემორტყმული კედლებით და თანამედროვე გაფართოებით, გარდა სამხრეთ – დასავლეთისა, სადაც სასოფლო – სამეურნეო, არქეოლოგიური და თერმული ტერიტორიები არის გავრცელებული. ვიტერბოში და ვიტერბოს პროვინციაში ტურისტული მომსახურეობისათვის  შეგიძლიათ მიმართოთ: guidaturisticaviterbo.com

ვიტერბო - ვიტერბოს სოფლის სამეურნეო ტერიტორია
ვიტერბო მცირე ბიზნესს ეკონომიკის წამყვან სექტორად აქცევს, ეს არის სოფლის მეურნეობის ბაზარი, იქ აქტიურია უპირველეს ყოვლისა კვების მრეწველობა, უძრავი ქონება და კერამიკის წარმოება, მოიპოვება ტიპიური პეპერინოს ქვა. ტურიზმის თვალსაზრისითაც მიმზიდველია, განსაკუთრებული თერმული რესურსების წყალობით.

ვიტერბო - ბულიკამეს თერმული მხარე
ქალაქი ვიტერბო შუა საუკუნეებში ასრულებდა ქრისტიანობის დედაქალაქის როლს და დარჩა თითქმის ათასწლეულის განმავლობაში პაპის სისტემის ორბიტად, 1870 წელს იტალიის სამეფოში შესვლამდე.

ამ  ყველაფრის მიუხედავად, ვიტერბომ მხოლოდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში შეიცნო მნიშვნელოვანი მოვლენები ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით. 1979 წელს დაარსდა ტუსციის უნივერსიტეტი, რომელიც მუდმივად ფართოვდება. აგრეთვე, სამხრეთ ეტრურიის არქეოლოგიური ზედამხედველობა მდებარეობს ვიტერბოში 1986 წლიდან.
ქალაქს საკმაოდ ხშირად ირჩევენ ფილმების გადაღებებისთვის.
ვიტერბოს სამხედრო თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს. იქ მდებარეობს  "Tommaso Fabbri" - ის აეროპორტი.
მაისის პირველ დღეებში ვიტარბოში იმართება დღესასწაული, რომლის დროსაც ქალაქის ისტორიულ ცენტრს რთავენ ფერად-ფერადი ყვავილებით.