პროექტის ხედვა

მთავარი მიზანი: გარემოს დაცვის სფეროში რეგიონალური უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება.

მიზნები: 
- სასწვლო გეგმების შემუშავება და მოდერნიზაცია;
- ლაბორატორიის შექმნა;
- თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამები;
- ინოვაციური სასწავლო მეთოდების შემუშავება;
- ინფორმაციის გავრცელება შემდეგი საშუალებების გამოყენებით: მედია, ვებ-გვერდი, სემინარი, დასკვნითი კონფერენცია, მასალები და პუბლიკაციები ა.შ.

პროექტი მიზნად ისახავს კავკასიის რეგიონში გარემოს დაცვის სფეროში  საუნივერსიტეტო სწავლების ხელის შეწყობას და მოდერნიზაციას ევროპის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით და „Quadruple Helix”-ის მოდელის დანერგვით.

რატომ გარემოს დაცვა?

სამხრეთ კავკასიის რეგიონი წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე ინდუსტრიულ ცენტრს. 
ფართომასშტაბიანმა ინდუსტრიულმა საქმიანობებმაა, როგორებიცაა მეშახტეობა, ქიმიური და ელექტრო მრეწველობა, მანქანათმშენებლობა ა.შ.,  გარემოზე ძლიერი ნეგატიური გავლენა იქონია. პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიულ ცენტრში ატმოსფერული დაბინძურების მაჩვენებელი აღემატებოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილ კრიტიკულ ზღვარს. მაგალითად, ყველა საბჭოთა დედაქალაებს შორის ერევანში ფიქსირდებოდა გარემოს დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, მძიმე მეტალების ჩათვლით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხანგრძლივი ეკონომიკური და რეგიონალური პრობლემების არსებობის ფონზე (მაგ. სამოქალაქო ომი საქართველოში; ყარაბაღის ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ყურადღება გარემოს დაცვის მიმართ რადიკალურად შემცირდა. აღნიშნულმა კი თავის მხრივ უარყოფითი გავლენა იქონია გარემოს დაცვის საუნივერსიტეტო სწავლის პროცესზე. 

ამავდროულად, გასულ წელს რეგიონში დაფიქსირდა ეკონომიკური და პოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილებები, რამაც გარემოს დაცვის სფეროში სპეციალისტებზე მოთხოვნა წარმოშვა. საქართველოს სტრატეგიულ ხედვაში, ექსპორტის გასაძლიერებლად გარემოსდაცვითი სოფლის მეურნეობის და ტურიზმის გაძლიერება მოიაზრება. მსგავსი ცვლილებები შეინიშნება სომხეთშიც, სადაც ძირითადი აქცენტი ორგანულ აგროკულტურაზე კეთდება. საქართველოსა და სომხეთში არსებული საუნივირსიტეტო პროგრამების ძირითად ნაკლოვანებად ითვლება:

- მრავალი თვალსაზრისით, სასწავლო გეგმები დაფუძნებულია 80-იანი წლების ტექნოლოგიებზე და არ ხდება თანამედროვე ცოდნისა და უნარების შეთვაზება. მაგალითად, საგანმანათლებლო შინაარსი, რომელიც ეხება  დისტანციურ სენსორულ ტექნოლოგიებს, „GIS“-ს, გეოქიმიის თანამედროვე ტექნოლოგიებს ა.შ. არის ან ფრაგმენტული ან საერთოდ არ არსებობს.

- სტუდენტებისათვის არასაკმარისი შესაძლებლობები, განსაკუთრებით სადოქტორო სწავლის საფეხურზე, საგანმანათლებლო და კვლევითი აქტივობების გაერთიანება (მოძველებული ლაბორატორიული ბაზა, მთავარ ეკონომიკურ და სოციალურ დაინტერესებულ მხარეებთან უკონტაქტობა)

- მიუხედავად 25 წლიანი დამოუკიდებელი განვითარებისა, საგანმანათლებლო სისტემები ჯერ კიდევ განიცდიან საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეულ შედეგებს. მაგალითად, სომხეთი ამუშავებს ატომურ ელექტროსადგურს, მაგრამ გარემოსდაცვითი რადიაციული დაცვის სფეროში ტრენინგი არ არის ხელმისაწვდომი, ვინაიდან ტრადიციულად აღნიშნული განათლების მისაღებად სტუდენტები უნდა წასულიყვნენ რუსეთში.

- რეგიონის ყველა ქვეყანა არის ბოლონიის პროცესის და ევროპის საგანმანათლებლო სივრცის მონაწილე. ისინი ცდილობენ შესაბამისობაში იყვნენ ბოლონიის პროცესთან.
 
კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს  პოლიტიკური კურსის მიღება ევროკავშირში ინტეგრაციისათვის, სომხეთის (ხელი მოეწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას ევროკავშირთან) და საქართველოს მხრიდან (ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან).

ორივე დოკუმენტი მოიცავს სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროში, აგრეთვე ეროვნული სტანდარტების დაახლოვებას სხვადასხვა მნიშვნელოვან დარგებში (მაგ. საკვები პროდუქტების უვნებლობა) ევროკავშირთან, რომელიც შესაძლებელს გახდის თანამშრომლობის ხელშეკრულებების შესრულებას. ყოველივე ეს საჭიროებს დაუყოვნებლივ და უწყვეტ  ძალისხმევას ეროვნული გარემოს დაცვითი სისტემის შესაქმნელად ევროკავშირთან საერთო მარეგულირებელ პლატფორმაზე.

ბოლოს, თანამედროვე საგანმანათლებლო მოდელები მოიცავს განათლების და კვლევის მჭიდრო ინტეგრაციას. პროექტის ძალისხმევა რეგიონალური გარემოსდაცვითი  განათლების და კვლევითი ლაბორატორიის შესაქმნელად, რომელიც ინტეგრირებული იქნება წამყვან საუნივერსიტეტო და კვლევით დაწესებულებებთან, გულისხმობს ევროპელ კოლეგებთან აქტიურ თანამშრომლობას, რომელიც აუცილებელია სასწავლო პროცესის მოდერნიზაციისათვის და საჭირო სერვისის შესათავაზებლად ეკონომიკისა და საზოგადოებისათვის.

პროექტი მიმდინარეობს 48 თვის განმავლობაში 15-11-2018-დან (”დაწყების თარიღი”) და დასრულდება 14-11-2022.

პროექტის ნომერი - 598232-epp-e-2018-1-it-eppka2-cbhe-jp