ჰალე

ქალაქი  ჰალე მდებარეობს გერმანიაში,  საქსონია-ანჰალტის მხარეში, მდინარე ზაალეს ნაპირზე. მოსახლეობა შეადგენს  240 000 მაცხოვრებელს, რაც ჰალეს ერთ-ერთ დიდ ქალაქად აქცევს ამ მხარეში. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს არსებულმა ქიმიურმა მრეწველობამ თავისი დაღი დაამჩნია. გერმანიის შეერთების შემდეგ ქალაქი კონცენტრირებას აკეთებს ტექნოლოგიის, კვების მრეწველობის (ჰალეში არის გერმანიაში უძველესი შოკოლადის ფაბრიკა- ჰალორენი) მიმართ. ჰალეში მდებარეობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, რომელიც 1652 წელს დაარსდა.
უნივერსიტეტი დაარსდა 1502 წელს, რაც დღემდე ჰალეს საუნივერსიტეტო ქალაქად აქცევს ხოლო, მარტინ ლუთერის უნივერსიტეტი ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია.
ვეინბერგის ტექნოლოგიური პარკი ქალაქის ჩრდილოეთით, წარმოადგენს ერთ – ერთ უდიდეს სამეცნიერო ადგილის გერმანიაში.