სომხეთის ეროვნული ოფისის (NEO) ვიზიტი

05.12.2019
ERASMUS+ MENVIPRO პროექტის სადამკვირვებლო შეხვედრა ჩატარდა Erasmus+ სომხეთის ეროვნული ოფისის (NEO) მიერ სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკოლოგიურ-ნოოსფეროს შესწავლის ცენტრის გარემოს დაცვისა და ბუნებს მართვის დეპარტამენტში 2019 წლის 29 ნოემბერს.

MENVIPRO პროექტის ადგილობრივმა კოორდინატორმა გევორგ ტეპანოსიანმა წარადგინა შესრულებული აქტივობების და მათი შედეგების მოკლე აღწერა. პროექტის მთავარი შედეგია მოდერნიზებული და ახლად შემუშავებული კურსების შედარებითი ანალიზის არსებობა, სომხეთში გარემოს დაცვის განათლების SWOT ანალიზი და აგრეთვე, ელექტრონული მიკროჩიპის შეძენა ERLEP-ის ჩარჩოს ფარგლებში. უნიკალური უნივერსიტეტთაშორისი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულება, რომელიც გამოყენებული იქნება სტუდენტური პროექტების განსახორციელებლად, გარე დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის და უნივერსიტეტის კავშირების გასაძლიერებლად.

სადამკვირვებლო ვიზიტის მონაწილეები ეწვივნენ ახლად დაარსებულ ვირტუალურ საკონფერენციო დარბაზს და ლაბორატორიულ დაწესებულებას. აგრეთვე შესაძებლობა ჰქონდათ ინდივიდუალურად გასაუბრებოდნენ პროექტში ჩართულ აკადემიურ პერსონალს.