ამიერიდან MENVIPRO და ABIONET ითანამშრომლებენ

28.09.2020
“გარემოს დაცვის სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია სომხეთისა და საქართველოსთვის MENVIPRO” Erasmus+, რომელიც სომხეთში წარმოდგენილია როგორც შესაძლებლობების განვითარების პროექტი სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკოლოგიურ-ნოოსფეროს შესწავლის ცენტრის და სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის ასევე, გარემოსდავცითი და ბუნების მართვის დეპარტამენტის მიერ და ბიოპროდუქტების მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარების ქსელის მიერ Erasmus + პროექტის ფარგლებში, წარმოდგენილია სომხეთის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის მიერ ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას შეთანხმებულ პროგრამებზე შემდეგი მიმართულებებით:

  • ერთობლივი პროექტების განხორციელებას ბიოპროდუქტების ტექნოლოგიისა და მეცნიერების დარგში სომხეთსა და პარტნიორ ქვეყნებში თანამედროვე მეთოდოლოგიისა და სამეწარმეო საშუალებების გამოყენების მეშვეობით;
  • გაცვლითი ვიზიტების მოწყობას მასწავლებელ და სამეცნიერო თანამშრომლებს შორის, სემინარების, კურსების, კონფერენციების, ლექციების პოპულარიზაციის მიზნით; ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებისას; საერთო ინტერესების სფეროებში არსებული გამოცდილების გაზიარებას ა.შ.
  • ერთობლივი პუბლიკაციების და ინფორმაციის შექმნას ორმხრივი ინტერესის მქონე სფეროებში და საგნებში;
  • ბაკალავრიატისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების გარკვეული პერიოდით გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას სწავლისა და კვლევის მიზნით.
შეგახსენებთ: ამ შეთანხმების ხელმოწერამდე სურსათის უვნებლობის სამაგისტრო სასწავლო გეგმა, სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული საჭიროებები და სწავლის შედეგების შემუშავება, აგრეთვე ზემოთ მოყვანილი სასწავლო გეგმის მოდულები უკვე განხილული იყო MENVIPRO კონსორციუმის წევრის, დოქტორ დ. პიპოიანის  მიერ, სხვა შიდა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.