ERLEP შეთანხმება

28.05.2020
Erasmus + MENVIPRO პროექტის ფარგლებში - “სომხეთსა და საქართველოში გარემოსდაცვითი კვლევების პროგრამების მოდერნიზაცია“, მიღწეულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი: ხელი მოეწერა კვლევითი ინფრასტრუქტურის დაშვების ხელშეკრულებას, სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის, სადაც დაფუძნებულია ERLEP - უნიკალური საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულება და  პარტნიორი ქვეყნის უნივერსიტეტები - გავარის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო) და საქართველოს უნივერსიტეტი (საქართველო), რომლის თანახმადაც, ISEC უზრუნველყოფს პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლების წვდომას კვლევების ჩასატარებლად, ექსპერიმენტული განვითარების შესამუშავებლად, განათლებისა და ტრენინგის შეთავაზებისათვის საჭირო რესურსით. პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ERASMUS + MENVINPRO კონსორციუმის ნაწილია, დაინტერესებულები არიან გამოიყენონ შესაბამისი საშუალებები შემუშავებული / მოდიფიცირებული სასწავლო გეგმის ფარგლებში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით.

შეხსენება: პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვის დარგში სამაგისტრო პროგრამის რადიკალურად მოდერნიზაციის მიზნით პროექტი ქმნის უნიკალურ ინტერსაუნივერსიტეტო საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულებას (ERLEP), რომელიც გამოყენებული იქნება სტუდენტური პროექტების განსახორციელებლად, გარე დაინტერესებულ მხარეებთან ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად და სადემონსტრაციო ღონისძიებებისათვის, უნივერსიტეტთან კავშირების გასაძლიერებლად და გარემოსდაცვითი საკითხების სტიმულირების მიზნით.

ERLEP წარმოადგენს პროექტის ერთ – ერთ მთავარ თვალსაჩინო შედეგს და მრავალი წლის მანძილზე იქნება სადოქტორო საფეხურზე სწავლის ხარისხის სტანდარტების განმსაზღვრელი. უფრო მეტიც, ERLEP უზრუნველყოფს თანამედროვე ლაბორატორიულ ინფრასტრუქტურასთან წვდომას და უნივერსიტეტებს შესაძლებლობას მისცემს განახორციელონ სხვადასხვა პროექტი უნივერსიტეტებსა და გარე დაინტერესებულ მხარეებს შორის.