Erasmus+-ის ეროვნულმა ოფისმა საქართველოში განახორციელა სამუშაო ვიზიტი

26.02.2021
26 თებერვალს Erasmus+ CBHE პროექტების სააგენტოს მუდმივი მონიტორინგის ფარგლებში, Erasmus+- ის ეროვნულმა ოფისმა საქართველოში, ლიკა ღლონტის წარმომადგენლობით, განახორციელა სამუშაო ვიზიტი 598232-EPP-1-2018-1-IT-EPPKA2-CBHE-JP "სომხეთისა და საქართველოს გარემოს დაცვის სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია" (MENVIPRO). პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა zoom პლატფორმის გამოყენებით გაიმართა. შეხვედრისას განხილული იქნა პროექტის მიზნებისა და შედეგების მისაღწევად პროექტის მიმდინარეობის პროგრესი. საუბარი აგრეთვე შეეხო წინა წლებში გამართულ საერთაშორისო ვიზიტებს, ბიუჯეტის გამოყენებას, კურსის განვითარების გეგმასა და ევროკავშირსა და სომეხ მეცნიერებთან მომავალი პოტენციური სამეცნიერო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.